ევროპული კომპანიები ინოვაციურ ინდუსტრიაში, ისეთში როგორცაა მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, უფრო ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე აზიისა და ამერიკის კომპანიები.
2016 წლის მონაცემებით, კერძო ინვესტიციების მოცულობა ხელოვნურ ინტელექტში ევროპის კონტინენტზე 2,4-3,2 მილიარდი ევრო იყო, მაშინ როდესაც აზიაში იმავე წელს ამ კუთხით 6.5-9.7 მილიარდი ევრო დაიხარჯა, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 12.1-18.6 მილიარდი ევრო.
2018 წლის აპრილში ევროპული ქვეყნების მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის მიხედვით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით აღნიშნული ტენდენცია უნდა შეიცვალოს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გაზრდის ინვესტიციების რაოდენობას ხელოვნური ინტელექტის კვლევებსა და ინოვაციებში როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში 2020 წლის ბოლოსთვის. თუმცა, იმისათვის, რომ სამომავლოდ ხელოვნური ინტელექტის სოლიდური ბაზა შეიქმნას, უფრო მეტი ინვესტიციები იქნება საჭირო 2020 წლის შემდეგ. წლის განმავლობაში ევროკავშირი კერძო და საჯარო ინვესტიციების სახით ხელოვნურ ინტელექტში 20 მილიარდი ევროს მობილიზებას აპირებენ.