13 აპრილს, ბაზალეთის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, ვაკის რაიონში, ბაზალეთის ქუჩის მარცხენა ჩამსვლელ ზოლზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, „თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული სანიაღვრე ჭის დემონტაჟისა და შეცვლის სამუშაოებს განახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, -აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.