მსოფლიო ბაზარზე, ოქროს მსგავსად, ვერცხილის ფასიც შემცირდა. კერძოდ, 2019 წლის აპრილში 1 უნცია ვერცხლის ღირებულება 15,04 დოლარს, ხოლო 1კგ-ს - 483,4 დოლარს შეადგენს. მაშინ როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, 1 უნცია ვერცხლი 17,1 დოლარი, ხოლო 1 კგ - 550,5 დოლარი ღირდა.
რაც შეეხება საქართველოს ფასებს, მოვაჭრეები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ 2019 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1 კგ ვერცხლის ღირებულება საშუალოდ, 10 ლარით გაძვირდა. ახლა 1 გრამი ვერცხლი 1,20 – 1,30 ლარი ღირს.
„ვერცხლის ფასი, წინა წელთან შედარებით, გაძვირებულია, ისევე როგორც ოქრო. 1 გრამი 1,30 ლარამდე ღირს. თუმცა, ეს რა გასაკვირია, ყველაფერი ძვირდება“,- აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე „ოქროს ბირჟიდან“.
დილერები ვერცხლის გაძვირების მიზეზად მომწოდებელი ქვეყნების მხრიდან პროდუქტზე ფასის მატებას ასახელებენ.
„ოქროზე კარგად იყიდება, მაგრამ ფასები ვერცხლზეც მომატებულია. ერთი კილოგრამი დაახლოებით, 10 ლარით გაძვირდა. ახლა, 1 გრამი ვერცხლი 1,20- 1,30 ღირს. გააჩნია ხარისხს. მიზეზია მომწოდებელი ქვეყნების მხრიდან პროდუქტის გაძვირება“,- ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.