"2018 წელს ვიცე-მერის წლიური თანამდებობრივი სარგო 75 600 ლარს, ხოლო მერის მოადგილეების ანაზღაურება 73 800 ლარს შეადგენდა"

დედაქალაქის ვიცე-მერის წლიური თანამდებობრივი სარგო, გასულ წელს 75 600 ლარს, ხოლო მერის მოადგილეების ანაზღაურება 73 800 ლარს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის საფინანსო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2013-2016 წლებში, მერის მოადგილეების წლიური თანამდებობრივი სარგო 89 243-დან 101 336 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამასთან, დღეს ცნობილ გახდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შემაჯამებელი ანგარიშის შედეგი, რომლის მიხედვით გასული წელს თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა.