2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით სახელმწიფო საშინაო ვალის ნაშთი 3 283 552 000 ლარს შეადგენს, რაც 79 646 000 მლნ ლარით მეტია იანვრის მონაცემთან შედარებით.
2019 წლის იანვარში სახელმწიფოს შიდა ვალი 3 203 876 000 ლარს შეადგენდა. მარტის მდგომარეობით სახაზინო ფასიანი ქაღალდების ვალის ნაშთი 2 860 676 100 ლარს შეადგენს, სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების - 422 846 000 ლარს. ცნობისათვის, საშინაო სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი გამოსახულია ეროვნული ვალუტით.
იგი წარმოადგენს იმ ძირითადი თანხების ერთობლიობას, რომლებიც წარმოიქმნება სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით.
საშინაო სახელმწიფო ვალის ფორმებია: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიერ ეროვნული ბანკიდან და რეზიდენტი საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული კრედიტი, სხვა სავალო ვალდებულებები.