პროდუქტები, რომელსაც  ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში

2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი - 233.6 მლნ დოლარით, რუსეთი 203.6 მლნ დოლარით და მესამე ადგილზე აზერბაიჯანია 184.4 მლნ დოლარით.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით თურქეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის ექსპორტმაც 7.1 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 7 მლნ დოლარით, მე-3 ადგილზე გავიდა ტრიკოტაჟის ნაწარმი, რომლის ექსპორტიც 5.4 მლნ დოლარი იყო, მე-4 ადგილზეა ფეროშენადნობები - 2.8 მლნ დოლარით, მე-5 ადგილზე კი 1.9 მლნ დოლარით კოსტუმები, კომპლექტები, მამაკაცის ნაქსოვი ტრიკოტაჟი გავიდა.

რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო, რომლის იმპორტმაც 10.1 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 6.1 მლნ დოლარით მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, მე-3 ადგილზე კი შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები გავიდა, რომლის იმპორტმაც 6.1 მლნ დოლარი შეადგინა. მე-4 ადგილზეა შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 5.8 მლნ დოლარით და ხუთეულს ასრულებს რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 4.9 მლნ დოლარით.

ლიკა ამირაშვილი