პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, ხაზარაძე-გახარიას თემა ამოწურულია, მისი განხილვა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, რადგან “ვინც ბრალმდებელი იყო, მტკიცებულება ვერ წარმოადგინა“.
“გავრცელდა ინფორმაცია კერძო კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან, რომ მასთან მუქარის წერილი გაიგზავნა. იყო მოლოდინი იმისა, რომ რაღაც წერილი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნებოდა. ვნახეთ, რომ მტკიცებულება არ იყო. იყო ტექსტი ამობეჭდილ ფურცელზე. შესაბამისად, დასრულდა ეს ყველაფერი - იყო მოლოდინი და ამ მოლოდინის შესაბამისად მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი. რა აზრი აქვს, ამაზე დისკუსიის გაგრძელებას?!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“.
მან აღნიშნა ისიც, რომ “თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პროექტის შესახებ არსებულ კითხვებს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამომწურავად უპასუხეს.