კომპანია „ინტერტრანსი“ გადახდის ახალ სისტემაზე გადადის. ამიერიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრებს მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად „მეტრომანის“ და საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით შეეძლებათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ინტერტრანსში" განუცხადეს, პირველ ეტაპზე სისტემა 100 ერთეულ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსში დამონტაჟდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარშრუტის აღმნიშვნელი ელექტრო ტაბლოების დამონტაჟებაც მოხდა.
მგზავრობის ღირებულების გადახდა მსურველებს ნაღდი ფულითაც შეუძლიათ. უახლოეს პერიოდში გადახდის ახალი სისტემით სარგებლობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი.