სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ ხარვეზებით მუშაობს. ამ დროისთვის მომხარებელს სოცქსელთან წვდომა გართულებული აქვს. მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პრობლემები „ფეისბუქზე“ დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემები ფიქსირდება აშშ-ში, იტალიაში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, მალაიზიაში და სხვა ქვეყნებში. ხარვეზებით მუშაობს „ინსტაგრამი“ და „ვოთსაფიც“.
ანალოგიური პრობლემები „ფეისბუქს“ რამდენიმე კვირის წინაც ჰქონდა.