Netflix-ი ჟურნალის გამოსაცემად ემზადება

ამერიკული სტრიმინგ სერვისი Netflix-ი ჟურნალს გამოსცემს. პროექტის სამუშაო სახელწოდებაა — Wide, მისი სავარაუდო გვერდების რაოდენობა 100 იქნება - წერს Bloomberg-ი.

ჟურნალში მოხდება სატელევიზიო გადაცემების პროგრამის დაბეჭდვა, ასევე ინტერვიუები და მასალები იმათზე, ვინც დგას Netflix-ის პროდუქციის უკან. შედეგად, სერვისი აუდიტორიის ინფორმირებას ამ გზით მოახდენს. კომპანიამ პროექტის განხორციელებისთვის უკვე დაიქირავა ჟურნალისტები და ფოტოგრაფები, ჯგუფში უკვე მოხვდა Vanity Fair-ის ყოფილი რედაქტორი კრისტინა სმიტი.

Netflix-ი ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემას ივნისში აპირებს და მისი გამოსვლა „ემის“ დაჯილდოების ცერემონიის თარიღს უნდა დაემთხვეს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის გავრცელებას კომპანია გეგმავს მის მიერვე ორგანზიაებულ სხვადასხვა ღონისძიებებზე.

აღნიშნული პროექტის მიზანია ბრენდის ცნობადობის ამაღლება და საკუთარი კონტენტის განვითარება.

კოკა კვირკველია