2019 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის დონალდ ტრამპმა შემოწირულობის სახით 30 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ტრამპის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის მოზიდული თანხები მეტია, ვიდრე „დემოკრატების“ ორი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ ერთობლივად მოზიდული თანხები.
საერთო ჯამში დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ამ მომენტისთვის 40 მილიონ დოლარზე მეტი თანხა აქვს შემოწირულობის სახით მიღებული.
აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2020 წლის თებერვალში დაიწყება. აშშ-ს პრეზიდენტის რიგით 59-ე არჩევნები კი 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.