სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია სახელმწიფო უწყებაში 2014 წლიდან მუშაობს. აღნიშნულ თანამდებობაზე კი თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წლის მარტში წარადგინა.
ვახტანგ ლომჯარიას მიერ 2019 წლის 8 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 1 წლის განმავლობაში (2018 წლის იანვრიდან - 31 დეკემბრიდს ჩათვლით) ხელფასის სახით აღებულია ქვს ჯამში, 81 037 ლარი. თუმცა, კონკრეტულად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აღებული თანხის ოდენობა, მითითებული არ აქვს.
რაც შეეხება ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ ლომჯარია ფლობს, 23, 40 კვ.მ ფართის აგრაკს ბახმაროში, რომელიც 2016 წელს 30 000 ლარად აქვს შეძენილი; ასევე, 2017 წელს ოზურგეთში შეძენილ 3 მიწის ნაკვეთს. კერძოდ, 2600 კვ.მ ფართში - 2 600 ლარი, 400 კვ.მ ფართში (ლიხურაში) - 2000 ლარი, ხოლო 2880 კვ.მ, ფართში (ლიხურაში) - 30 000 ლარი აქვს გადახდილი.
ამასთან, 2017 წელსვე მან 10 000 ლარად შეიძინა 120 კვ.მ ფართის სახლი ოზურგეთში. იგი ასევე ფლობს 50,67 კვ.მ ფართის ბინას თბილისში (ძველ თბილიში), რომელიც 2014 წელს 80 000 ლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება ავტომობილებს, ვახტანგ ლომჯარიამ 2009 წელს შეიძინა ოპელ ასტრა ფურგუნი, რომელშიც 3600 ლარი გადაიხადა, ხოლო 2010 წელს მერსედეს ბენცი, E კლასი - რომელიც 9 500 ლარად შეიძინა.
ამასთან, ვახტანგ ლომჯარიას დეკლარაციის შევსებისას „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე ჰქონდა ჯამში - 2 257, 7 ლარი, ხოლო, ანაბარზე- 698, 65 ლარი.