პუტინის შემოსავალი შემცირდა, მედვედევის გაიზარდა - რა ქონებას ფლობენ რუსეთის პირველი პირები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ქვეყნის მთავრობის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა 2018 წლის შემოსავლების ამსახველი ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს. დეკლარაციის მიხედვით, პუტინის შემოსავლები შემცირდა, მედვედევის კი პირიქით, გაიზარდა.

ერთი წლის განმავლობაში კრემლის ლიდერის შემოსავალმა 10 მილიონი რუბლით (155 000 დოლარი) დაიკლო. 2018 წელს რუსეთის პირველი პირის შემოსავალი 8 648 353 რუბლს (134 000 დოლარი) შეადგენდა მაშინ, როდესაც 2017 წლის ანალოგიური მონაცემის ოდენობა 18 728 268 (290 2000 დოლარი) რუბლი იყო.

კრემლის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის, განმარტებით, 2017 წელს პრეზიდენტის შემოსავალი შეიცვალა იმის გამო, რომ მან მიწის ნაკვეთი გაყიდა. მაშინ პრეზიდენტის დეკლარაციიდან 1500 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი გაქრა.

საშუალოდ 2018 წლის პუტინის ყოველთვიური შემოსავალი 720,7 ათას რუბლს (11 100 დოლარის) შეადგენდა.

შემოსავლების გარდა რუსეთის პრეზიდენტის დეკლარაციაში თითქმის არაფერი შეცვლილა: პუტინი კვლავ ფლობს რუსეთში 77 მ2 ფართობის ბინასა და 18 მ2 ფართობის ავტოფარეხს.

გარდა ამისა, კრემლის ლიდერის საკუთრებაშია 153,7 მ2 ფართობის ბინა და საგარაჟე ადგილი.

ვლადიმერ პუტინის მფლობელობაშია ასევე ორი ავტომობილი ГАЗ М21 და „ნივა, ასევე სკიფის ფირმის მისაბმელი. დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს საზღვარგარეთ უძრავი ქონება არ აქვს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კი პირიქით, გაზარდა საკუთარი შემოსავალი. გასული წლის შედეგების მიხედვით, მან 9,917 მილიონი რუბლის (153 700 დოლარი) მოცულობის შემოსავალი მიიღო, 2017 წელთან შედარებით, როდესაც დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი 8,56 მილიონი რუბლი (132 600 დოლარი) იყო.

მისი ცოლის, სვეტლამა მედვედევის, შემოსავალი კვლავ 0 რუბლს წარმოადგენს.

ასევე რუსეთის მთავრობის მეთაურის კუთვნილებაშია 367,8 მ2 ფარობის სახლი და 4 700 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი იჯარით. სვეტლანა მედვედევას კი საკუთრებაში აქვს ორი სამანქანო ადგილი და 367,8 მ2 ფართობის ბინა სარგებლობაში. პრემიერ-მინისტრის საკუთრებაში ასევე არის ორი - ГАЗ 20 და ГАЗ 21 ფირმის ავტომობილი, მის მეუღლეს კი ჰყავს ერთი „ფოლკსვაგენ გოლფის“ავტომობილი.