ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 აპრილს, ნატახტარი - მესტიისა და მესტია - ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისი დანიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.
მათივე ცნობით, შაბათს, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან გამოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება.
ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ოთხჯერ სრულდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://ticket.vanillasky.ge/