ბათუმის პორტში შემოტანილი გაყინული ქათმის ბარკალი გაფუჭებული აღმოჩნდა

ბათუმის პორტში შემოტანილი გაყინული ქათმის ბარკალი გაფუჭებული აღმოჩნდა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის პორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკრაინიდან 39213 კგ. გაყინული ქათმის ბარკლით დატვირთული 2 ავტომანქანა შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარის მიერ განხორციელებული ფიზიკური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საქონლის გადაზიდვისას ტემპერატურული რეჟიმი დარღვეულია.

საქართველოს მთავრობის #429 დადგენილების თანახმად, ვადაგასული გაყინული ტვირთი განადგურებას ექვემდებარება.