საქართველოში გადამზიდავი კომპანია  FEST Company - საქართველო დაარსდა, რომელიც საერთაშორისო ჰოლდინგ ფოსდაიკში შედის

გვაქვს პატივი, რომ წარმოგიდგნოთ კომპანია «FEST Company» საქართველო, რომელიც იქმნება მოქმედი ლოჯისტიკური ბიზნესის და სავაჭრო ბიზნესის (ნავთობპროდუქტები, თხევადი გაზი, სხვადასხვა აღჭურვილობა), აგრეთვე ტურისტული ბიზნესის გასაფართოებლად.

აღნიშნული კონპანია შედის ისეთ ძლიერ ჰოლდინგში როგორიცაა კომპანიების გაერთიანება «ფოსდაიკი» (ჰოლდინგი), რომელმაც თავისი ლოჯისტიკური საქმიანობა დაიწყო 2002 წლიდან და 2019 წლის დასაწყისისთვის კომპანიების ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა იურისდიქციის 10-ზე მეტ სატრანსპორტო-საექპედიტორო კომპანიას. ჩვენ სათანადოდ შევისწავლეთ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და დავრწმუნდით, რომ საქართველოში არის მიმზიდველი და თავისუფალი ეკონომიკური სივრცე, სადაც დაცულია ყველა ინვესტორი და დაბალანსებულია საგადასახადო კანონმდებლობა. საქართველო არის რეგიონალური ჰაბი და უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ბაზარი, მარტივი საგადასახადო კანონმდებლობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელსაც შეიძლება საუკუნის პროექტი ვუწოდოთ. საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას რეგიონში.

ჩვენმა ჰოლდინგმა რომელიც სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში უდიდეს წარმატებებს მიაღწია, შედგება გამოცდილების მქონე პროფესიონალი-თანამოაზრეების შეკრული გუნდისგან, რომელიც აღჭურვილია ყველა აუცილებელი ტექნიკური და მატერიალური რესურსებით. კონპანიაში დამკვიდრებული მეგობრული ატმოსფეროთი და კომპანიების ჯგუფის ოფისებს შორის წლობით შემუშავებული თანამშრომლობის მექანიზმით, ჩვენს სატრანსპორტო ჰოლდინგს საშუალება მისცა არა მარტო შეენარჩუნებინა საკუთარი ადგილი ასობით კონკურენტს შორის, არამედ წლიდან წლამდე თანმიმდევრულად გაეფართოებინა და დაეხვეწა თავისი მომსახურების სფერო, გაეზარდა გადაზიდვების მოცულობები, გაეფართოებინა კლიენტების ბაზა და აეთვისებინა ახალი მიმართულებები.

ჰოლდინგში შემავალი კომპანიები, გაერთიანებულნი არიან დაკავშირებული კომპანიების ნიშნის მიხედვით კი არა, არამედ საფინანსო და ტერიტორიული ნიშნების, ბიზნესის წარმოების მიმართ ზოგადი დამოკიდებულების მიხედვით, ასევე პატიოსნების და საკონტრაქტო ურთიერთობების წარმოების, ურთიერთდახმარების და ჰოლდინგის შიგნით მოთხოვნებზე ოპერატიული რეაგირების, კონფიდენციალობის პოლიტიკის და შემკვეთების ინტერესებში შედეგზე მუშაობის მიხედვით.

კომპანიების ჯგუფის მიერ გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა.

1. სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების კომპლექსის ორგანიზება სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვისას:

მოძრავი შემადგენლობით გადაზიდვის უზრუნველყოფა, საკუთარი და მოზიდული მოძრავი შემადგენლობა (ცისტერნები, დახურული ვაგონები, ნახევარ-ვაგონები, პლატფორმები, მათ შორის კომპანიების ჯგუფის საკუთრებაში არსებული – ცისტერნები და დახურული ვაგონები);

- სარკინიგზო ტარიფის გადახდა დსთ-ს, ბალტიის და ევროპის ქვეყნების ტერიტორიების მიხედვით რკინიგზის ადმინისტრაციებთან პირდაპირი ხელშეკრულებების თანახმად;

- ტვირთის თანხლება და დაცვა მსვლელობის გზაზე საკუთარი დაცვის სტრუქტურის მიერ;

- on-line რეჟიმში ვაგონებზე მეთვალყურეობის თავის სისტემასთან ოპერატიული წვდომის დაშვება;

- მოძრავი შემადგენლობის გაორთქვლა, შეკეთება და მომსახურება, მოძრავი შემადგენლობის შესაკეთებლად სათადარიგო ნაწილების რეზერვის არსებობა.

2. სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების კომპლექსის ორგანიზება ტვირთების გადაზიდვისას წყლის ტრანსპორტით “თაიმ-ჩარტერის” ხელშეკრულებების და გადაზიდვის ხელშეკრულებების და გადაზიდვის ხელშეკრულებების, სააგენტო მომსახურება პორტებში:

- ჰოლდინგის ზოგიერთ კომპანიას გააჩნია პირდაპირი სახელშეკრულებო ურთიერთობები ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადასაზიდი ტანკერების, რუსეთის და უკრაინის მარცვლეულის გადასაზიდი ხომალდების, ფხვიერი ტვირთების – ნახშირისა და ტარაში შეფუთული ტვირთების გადასაზიდი ხომალდების მფლობელებთან;

- ჰოლდინგის კომპანიები ახორციელებენ ხომალდების მოძიებას და დაფრახტვას შემკვეთთან დათქმული პარამეტრების შესაბამისად ათანხმებენ სპეციფიკაციებს და ხომალდების ტექნიკურ დეტალებს, ნიშნავებ და ქირაობენ აგენტებს ჩატვირთვა/გადმოტვირთვის პორტში;

- უწევენ აგენტის მომსახურებას საზღვო პორტებში;

- ახორციელებენ საზღვო პორტებში სხვადასხვა ტვირთების გადატვირთვის ორგანიზებას;

- ახორციელებენ ხომალდების ბუნკირების ორგანიზებას.

3. მულტიმოდალური საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები

საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვების ორგანიზება როგორც რუსეთის და უკრაინის, ისე ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების პორტების გავლით, როგორიცაა: სანკტ-პეტერბურგი, ვლადივოსტოკი, რიგა, კლაიპედა, ნოვოროსიისკი, ოდესა, ჩერნომორსკი ….. სხვა მსოფლიო პორტები წამყვანი საზღვაო-სანაოსნო ხაზების სერვისის გამოყენებით;

- არასტანდარტული ტვირთების გადაზიდვა სპეციალური კონტეინერებით (Flat Rack, Open Top, Ref, Flexi Tank სხვ.), აგრეთვე საშიში და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა;

- საგარეო-სავაჭრო ტვირთების სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების ორგანიზება (საბაჟო, საკარანტინო, ვეტერინარული, ეკოლოგიური და სხვა ფორმალობების გავლა);

- კონტენერების ადგილზე სახმელეთო მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში;

- ყველა გადაზიდვის ოპერატიული კონტროლი და აღრიცხვა;

აგრეთვე თანმხლები მომსახურების სრული კომპლექსი:

· ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, ტვირთების შენახვა საწყობებში;

· ტვირთების დაზღვევა;

· საფინანსო გარანტიის უზრუნველყოფა;

· სინჯების და ნიმუშების აღება ტვირთების ექსპერტიზისთვის;

· ტვირთების დაცვისა და თანხლების მომსახურება;

· საექსპორტო-საიმპორტო დოკუმენტაციის გაფორმება;

· ტვირთების საბაჟო გაწმენდა;

· სერტიფიცირებული სიურვეიერების მომსახურება;

· ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციის კონსალტინგი;

4. საავტომობილო გადაზიდვები და სატვირთო საავიაციო გადაზიდვები.

კომპანიების ჯგუფის საკუთრებაშია სატვირთო ავტომობილები DAF, MAN, VOLVO მისაბმელი კონტეინერმზიდებით.

უფრო კონკრეტულად მომსახურების მიხედვით შეიძლება დათვალიერება კომპანიების ჯგუფში შემავალი უკრაინის კომპანიის საიტზე: www.fosdykegroup.com

5. სავაჭრო საქმიანობა:

პროდუქციის სახეები –

- ნავთობი და ნავთობპროდუქტები;

- ნავთობქიმია;

- მარცვლეული;

- მინერალური სასუქები;

- დანადგარები;

- სახალხო მოხმარების სხვადასხვა საქონელი;

მიწოდების რეგიონები: უკრაინა, საბაჟო კავშირის ქვეყნები, უზბეკეთი, თურქმენეთი, ავღანეთი, თურქეთი

6. იმ ქვეყნების იურისდიქცია, რომლებთანაც მიმდინარეობს ძირითადი მუშაობა:

ინგლისი, ბალტიის ქვეყნები, უკრაინა, შვეიცარია, ჩინეთი, სინგაპური, შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, საქართველო, ავღანეთი, თურქეთი, ინდოეთი, ევროკავშირის ქვეყნები ….

იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და შევძლებთ საქართველოში ახალი ბიზნეს იდეების განხორციელებას.

ფესტ კომპანის და ფოსდაიკის წარმომადგენელი ირინა ალიმოვა

ფესტ კომპანის და ფოსდაიკის წარმომადგენელი გიორგი ქიშმარია

(R)