დღეიდან Menu Bot-ის მეშვეობით საკვების შეკვეთა შესაძლებელი გახდება. აქამდე Menu.ge-ს მეშვეობით შეკვეთა ზარით, აპლიკაციითა და ვებ-გვერდის მეშვეობით იყო შესაძლებელი. დღეს კი ეს ფუნქცია უკვე Facebook Messenger-ითაც შესაძლებელია.
მესენჯერის მომხმარებელი ყველა იმ უპირატესობით ისარგებლებს, რითაც ჩვეულებრივი მომხმარებელი სარგებლობს, კერძოდ: უფასო მიტანა 3 კილომეტრის რადიუსში, 24 სააათიანი სერვისი და მიტანა ნებისმიერი ადგილიდან.
„ჩვენი ბოლო დროის ნოვატორული მიდგომები, როგორიცაა დრონის მიტანა და უკვე ჩატ-ბოტი, იმისთვისაა განკუთვნილი, რომ მომხმარებელმა მაქსიმალურად მარტივად და კომფორტულად მოახერხოს საკვების შეკვეთა და ზოგადად ჩვენი სერვისებით სარგებლობა. დღეს კომუნიკაციის ძალიან დიდი ნაწილი გადასულია Facebook Messenger-ში, შესაბამისად, დღეიდან მეგობრებთან ჩათაობის პარალელურად მომხმარებელი Menu.ge-ზე შეკვეთასაც შეძლებს“
Menu Bot-ით შეკვეთა პირველ ეტაპზე რამდენიმე რესტორნიდან იქნება შესაძლებელი:
1. Sushi24.ge - Sushi24.ge – ის მეშვეობით შეგიძლიათ დააგემოვნოთ გაუყინავი თევზისგან და უახლესი პროდუქტებისგან დამზადებული უგემრიელესი: სუში, როლები, ვოკი და ჰავაის სამზარეულოს ყველაზე პოპულარული კერძი - პოკე. შეუკვეთეთ Sushi24.ge -ს გემრიელი და ჯანსაღი სუში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რუსთავში საიტიდან www.sushi24.ge ან ესტუმრეთ რესტორან Fish&Wine - ს ფალიაშვილის 60 -ში და მიიღეთ ორმაგი სიამოვნება: იაპონური თუ ჰავაის სამზარეულოს პიკანტური გემოსგან და რესტორნის არაჩვეულებრივი ინტერიერის, სერვისისა და გარემოსგან.
2. შაურმა ქლაბი - მთელ თბილისში განაწილებული სწრაფი კვების ობიექტი, რომლის შეკვეთაც უკვე ძალიან მარტივი და მოსახერხებელი გახდა მენიუ ბოტის მეშვეობით. ნოყიერი და გემრიელი შაურმა შაურმა ქლაბისგან.
3. ხინკლის სახლი - მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო უკვე ხელმისაწვდომია მენიუ.ჯის ბოტის მეშვეობით. ხინკლის სახლი აუცილებლად იქნება თქვენი სახლის გვერდით და შეძლებთ, რომ მიიღოთ შეკვეთა სრულიად უფასოდ.
4. ჩემო კარგო - 100 % ნატურალური და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებული კერძები! ბელიაშვილის „ქარხანა ჩემო კარგო“ გთავაზობთ საუკეთესო კრაფტ ლუდს, რომელიც ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბოტის მეშვეობით.
5. დარათანი - აფრიკული სამზარეულოს გამორჩეული წევრი ჩვენს რესტორნების სიაში. ეკზოტიუკური კერძები და დაუვიწყარი გემოები.
6. ფაირვოკი - საუკეთესო ლაფშა ქალაქში და უსწრაფესი მომსახურება, უკვე მენიუ ბოტის მეშვეობითაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
7. ბურგერ სითი - რა იქნებოდა ჩვენი ჩამონათვალი უგემრიელესი ბურგერების გარეშე. დიდი პორციები და უახლესი ხორცი - ეს სითი ბურგერია და ისიც მენიუ ბოტშია!
შედით მენიუ ბოტში და შეუკვეთეთ მარტივად და სწრაფად.
(R)