უკრაინიდან რუსეთში ბოსტნეულის, ხილისა და თევზის კონსერვების იმპორტი აიკრძალა

"როსპოტრებნადზორმა" უკრაინიდან რუსეთში ბოსტნეულის, ხილისა და თევზის კონსერვების იმპორტი აკრძალა.

ინფორმაციას ამის შესახებ Газета.ru ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქტების შეტანა რუსეთში 29 ივლისიდან შეჩერდება. "როსპოტრებნადზორის" ინფორმაციით, ისეთი მწარმოებლების პროდუქციაში, როგორიციაა "ვერესი", "ვინტარი", "ალფა-ეტექსი", ოდესის კონსერვის ქარხანა და ნეჟინის კონსერვის ქარხანა, მომხმარებლის უფლებების დაცვის ნაწილში კანონმდებლობის მოთხოვნები დაცული არ არის.

უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღეიდან რუსეთში უკრაინული რძისა და რძის პროდუქტების შეტანა იკრძალებოდა.