ქართულ ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ბრენდი - „ომარ ხაიამი“ შემოვიდა. პროდუქციის იმპორტს კი კომპანია „დაიმონდი“ განახორციელებს.
15 აპრილი, თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ბრენდის 4 ალკოჰოლური სასმელი - Fire Sky, Fire Volcano, შუშხუნა ღვინო და არაყი დაეგემოვნებინათ. „დიამონდი“ საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ამ სამი სახეობის იმპორტს განახორციელებს, ეტაპობრივად კი მომხმარებელს „ომარ ხაიამის“ სხვა პროდუქციასაც შესთავაზებს.
როგორც პრეზენტაციის ორგანიზატორი კომპანიისა და საქართველოში „ომარ ხაიამის“ იმპორტიორი კომპანიის დირექტორმა მარიამ ფურცხვანიძემ აღნიშნა, მათი მიზანია, ბრენდის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს მიაწოდოს.
„ომარ ხაიამის“ ბრენდი საქართველოში პირველად შემოვიდა, თუმცა მსოფლიოში ბევრ ქვეყანაშია სახელგანთქმული. „ომარ ხაიამს“ ძალიან ფართო დასახელების პროდუქცია აქვს, მაგრამ ახლა ჩვენთან მხოლოდ არაყი და ალკოჰოლური დადუღებული სასმელი შემოვიტანეთ, რომელიც ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და გემრიელიც არის. „ომარ ხაიამი“ განსაკუთრებული გემოვნური თვისებებისა და მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს“, - აღნიშნა მარიამ ფურცხვანიძემ.
„დაიმონდის“ ხელმძღვანელის განმარტებით, „ომარ ხაიამი“ 50-ზე მეტი დასახელების კონიაკს, შამპანურსა და ღვინოსაც აწარმოებს, რომლებსაც ქართველ მომხმარებელს ეტაპობრივად შესთავაზებს.
„ყველა სახის პროდუქცია, რომელსაც „ომარ ხაიამი“ აწარმოებს, არის უნიკალური და ხუთვარსკვლავიანი, ყველა ოქროს ნიშნის მატარებელია. ის დამზადებულია განსაკუთრებული წყლით, განსაკუთრებული არყით და ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის. მოგეხსენებათ, ომარ ხაიამი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ასევე, პოეტი იყო. საქართველოში მის შესახებ აბსოლუტურად ყველამ იცის და ძალიან პოპულარულია. ამ ბრენდს პოეტის სახელი, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის მიმართ ტრფიალის გამო დაერქვა. კანადურ-ფრანგული ბრენდის სასმელი იწარმოება სხვადასხვა ქვეყანაში, ქარხნების ნაწილი განთავსებულია საფრანგეთში, იტალიაში, მოლდოვასა და კანადაში“, - განმარტა მარიამ ფურცხვანიძემ.
„ომარ ხაიამის“ მიერ წარმოდგენილი ალკოჰოლური სასმელები შეფერილობით ფირუზისფერი, გამჭვირვალე თაფლისფერი და კრისტალურად სუფთა არაყია. ბრენდის პრეზენტაციის სტუმრების განცხადებით, მათზე სასმელის შეფერილობამ და ბაზარზე არსებული პროდუქციისგან განსხვავებულმა გემოვნურმა თვისებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
პრეზენტაციის შემდეგ, კომპანია „დაიმონდის“ ორგანიზებით, გათამაშება ჩატარდა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე დასახელების პრიზი მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ „ომარ ხაიამის“ ალკოჰოლური სასმელები საქართველოს მასშტაბით მაღაზიებში ძალიან მალე გახდება ხელმისაწვდომი.
(R)