საქართველოში მარცვლეულისა და ბოსტნეულის წარმოება გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში მემცენარეობის კულტურების წარმოება გაიზარდა.

2018 წელს ხორბლის წარმოებამ 106.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 33.3 პროცენტით გაიზარდა და 58.5 ათას ტონას მიაღწია. სიმინდის წარმოება 190.3 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 33.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. კარტოფილის წარმოება 21.1 პროცენტით გაიზარდა და 218.1 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში წარმოებულია 138.3 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 9.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მონაცემებს.

გარდა ამისა, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით გაზრდილია საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.4 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.2 ტონა/ჰა, სიმინდის - 2.7 ტონა/ჰა, კარტოფილის - 12.8 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 8.7 ტონა/ჰა, აქედან კიტრის საშუალო მოსავლიანობაა - 10.7 ტონა/ჰა, პომიდვრის - 11.4 ტონა/ჰა, კომბოსტოს - 31.0 ტონა/ჰა, ხახვის 5.7 ტონა/ჰა, ხოლო ნივრის 3.3 ტონა/ჰა.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.7 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 6.6 პროცენტით ჩამორჩება.მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 53.1 ათასი ჰექტარი,ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 152.6 ათასი ჰექტარი შეადგინა .ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 72.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 44.0 ათასიჰექტარი იყო, ქერის - 26.9 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 17.1 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი დამრავალწლიანი ბალახების - 16.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 12.4 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 16.7 ათას ჰექტარს შეადგენდა.