თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ფონდი ამ დროისთვის 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.
ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი.
„მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე ჩვენს შესანიშნავ გუნდთან ერთად გვქონდა საშუალება დაგვეფუძნებინა და გვემართა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი, მოგვეზიდა ინვესტიციები და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განგვეხორციელებინა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ფონდის წარმატება ძლიერი გუნდის შედეგია, ჩვენ მოვიზიდეთ ქართველი პროფესიონალები საერთაშორისო განათლებით და გამოცდილებით. მე ვამაყობ, რომ ფონდის შიგნით არსებობენ ისეთი პროფესიონალები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ეფექტურ მართვას.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები იმის გარანტი, რომ ფონდი წარმატებით გააგრძელებს მუშაობას თავის მანდატის შესაბამისად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის რომელიც მან მთელს ჩვენს გუნდს გამოუცხადა. ჩვენ გვჯერა რომ ფონდის თითოეული პროექტი დადებით გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ყოველ მაცხოვრებელზე. დღეის მდგომარეობით ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს და მათში ჯამში დასაქმებულია ათი ათასამდე ადამიანი. მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ცოტნე ებრალიძეს ახალი გამოწვევების წინაშე“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
„თანაინვესტირების ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს“