Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, ყველაზე „ბედნიერი ეკონომიკისა“ და „უბედური ეკონომიკის“ ქვეყნების სია გამოაქვეყნა. „უბედური“ ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს ვენესუელა იკავებს, სადაც საკმაოდ მაღალია ინფლაცია და უმუშევრობის დონე. „ბედნიერი“ ქვეყნების რეიტინგში საპატიო ადგილი კი ტაილანდს უკავია.
ვენესუელა ამ სიაში უკვე მეოთხედ მოხვდა. ექსპერტთა აზრით, ქვეყანაში „უბედურების ინდექსის“ დადგენისას ისინი ეროვნული ვალუტის ინფლაციას და უმუშევრობის დონეს აკვირდებიან, რადგან სწორედ ეს ორი მიზეზი მოქმედებს სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქის ბედნიერებისა და უბედურების განსაზღვრაში. მათი აზრით, სწორედ ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს მოქალაქის ცხოვრების დონეს.
„უბედური ეკონომიკის“ ქვეყნები:
ყველაზე „ბედნიერი ეკონომიკის“ ქვეყნებს შორის კი პირველ ადგილზე ტაილანდია, ინფლაციის ყველაზე მცირე მაჩვენებლით.
„ბედნიერი ეკონომიკის“ ქვეყნები
მოამზადა ეკა გადახაბაძემ