1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6939 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6939 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6931 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0323 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0456 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0133 ლარი შეადგინა.