კომპანია Samsung Electronics-ი Galaxy Fold-ის კეცვადი სმარტფონების დაზიანებული დისპლეების შესახებ ინფორმაციას სწავლობს. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ ყურადღებით შევისწავლით ყველა ინფორმაციას, რათა ზუსტად გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე და რაშია პრობლემა“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ძირითადი ეკრანის დაზიანების მიზეზი შესაძლოა, დამცავი ფირის ახსნა გამხდარიყო.
Samsung Electronics-ის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცალკეულმა ამერიკელმა ჟურნალისტებმა საკუთარ მიმოხილვებში პრობლემის შესახებ მიუთითეს, რომელიც ამ სმარტფონს ხმარების შემდეგ აღმოაჩნდა.
Galaxy Fold - ეს არის კომპანიის პირველი კეცვადი სმარტფონი. დაკეცილ მდგომარეობაში ის გამოიყენება როგორც ტელეფონი, ხოლო გახსნილად როგორც პლანშეტი. მას ორი ეკრანი აქვს - 4,6-და 7,3-დიუმიანები. პირველი სმარტოფნის რეჟიმში მუშაობისთვისაა განკუთვნილი, ხოლო მეორე პლანშეტისთვის.