გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს?!

ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, გიორგი ქობულია გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას უწყებაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა განიხილება.

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა. მანამდე (2001 წლიდან) იგი მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია „მაქკინ­ზის“ (McKinsey) გუნ­დის წევ­რი და ამავე ორგანიზაციის მოსკოვის ოფისის უფ­რო­სი პარტნი­ო­რი იყო.

აღნიშნულ კომპანიაში გიორგი ქობულია სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას უწევდა კონ­სულ­ტი­რე­ბას, კერძოდ, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის, მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი სექ­ტო­რის და ასე­ვე წი­ა­ღი­სე­უ­ლის მომ­პო­ვე­ბელ-გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ კომ­პა­ნი­ებს, რაც მათ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ ტრანსფორ­მა­ცი­ას, სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას, შეს­ყიდ­ვე­ბის მწყობ­რი სის­ტე­მის და­ნერგვას და მრა­ვალ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავდა.

ვიდ­რე McKinsey-ის შე­უ­ერ­თდე­ბო­და, გიორგი ქო­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის კარ­დი­ო­ლო­გი იყო. იგი ასე­ვე უმ­სხვი­ლე­ს ამე­რი­კუ­ლ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლ კომ­პა­ნიაში Merck, Sharp & Dohme-ის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მლადაც მუშაობდა.