გენმოდიფიცირებული პროდუქტების ქართულ ენაზე მარკირება 2015 წლის პირველი იანვრიდან სავალდებულო გახდება

2015 წლის პირველი იანვრიდან გენმოდიფიცირებული პროდუქტების ქართულ ენაზე მარკირება სავალდებულო გახდება.

პარლამენტში კომიტეტების სხდომებზე ”სურსათის, ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ. 

როგორც ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.

,,კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა ვისაც ის შეეხება, ვალდებული იქნება დაიცვას კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი სანქციები ამოქმედდება", - განაცხადა ტყემალაძემ.