მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა. ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკვე მოაწერა.

არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტს ნათია თურნავა დაიკავებს. ის აქამდე მინისტრის მოადგილე იყო.

ცნობისათვის, გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.