ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქეები ფათიჰ სანჯაქთუთანი და აიჰან ფეჰლივანი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა - ფათიჰ სანჯაქთუთანმა და აიჰან ფეჰლივანმა ერთ ერთ მოქალაქეზე 6 000 ყალბი თურქული ლირა გაასაღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.