საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ეკონომიკური ატაშეების დასანიშნად, კანდიდატებთან გასაუბრებები უახლოეს პერიოდში ჩატარდება.
როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, შესაძლოა, 7 ეკონომიკური ატაშე შეირჩეს.
„ახალი გარემოების გათვალისწინებით კონკურსი კიდევ გამოვაცხადეთ, მიღებულია განცხადებები და უახლოეს პერიოდში გვექნება გასაუბრება ამ ადამიანებთან. შეიძლება 7 დესპანიც იყოს. ამას გეტყვით უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა ზალკალიანმა.