ColorWay  ფოტოქაღალდის გაყიდვების ზრდის შესახებ საუბრობს

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2014 წლის II კვარტალში, ColorWay-ს პრიალა ფოტოქაღალდის გაყიდვების მოცულობა  50%-ით გაიზარდა

საერთაშორისო ბრენდი ColorWay, რომელიც ბეჭდვისთვის სახარჯი მასალებისა და საწმენდი საშუალებების გაყიდვების ლიდერია, აღნიშნავს, რომ  საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი ისეთი  საბეჭდი მასალების მიმართ, როგორიც სხვადასხვა ზომისა და სიმკვრივის პრიალა ფოტოქაღალდია.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2014 წლის II კვარტალში, ColorWay-ს პრიალა ფოტოქაღალდის გაყიდვების მოცულობა  50 %-ით გაიზარდა. აღნიშნული კატეგორიის პროდუქციაზე  მოთხოვნის ზრდის ძირითადი მიზეზი, მისი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელია. საკმაოდ მაღალ ხარისხთან და ფართო ასორტიმენტთან ერთად, ColorWay-ს ფოტოქაღალდი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი, რითაც ის ბევრად უფრო მიმზიდველი ხდება მომხმარებლისთვის, ვიდრე სხვა მწარმოებლების პროდუქცია.

პოპულარულობით მეორე ადგილს იკავებს ColorWay-ს ART სერიის ფოტოქაღალდი. მისი უპირატესობაა  - პრემიუმ კლასის ფოტონამუშევრების შექმნის შესაძლებლობა: ბეჭდვა ტილოზე, ქსოვილზე, მაგნიტურ საფუძველზე და სხვა.

«მაღალი ხარისხი, ფართო ასორტიმენტი, გამოყენების სიმარტივე, Canon, Epson, НР-ის ყველა ჭავლურ პრინტერებთან და მრავალფუნქციონალურ მოწყობილობებთან თავსებადობა, ხელმისაწვდომი ფასი - ColorWay-ს პროდუქციის ძირითადი მახასიათებლებია. როგორც ყოველთვის, ColorWay-ს ფოტოქაღალდი შეესაბამება ყველა ამ პარამეტრს», - აღნიშნა ColorWay-ს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ოლეგ კრისტიუკმა.