რა თანხას ხარჯავენ საქართველოში უცხოელები საბანკო ბარათებით

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში არარეზიდენტი ბანკების ემიტირებული საგადასახადო ბარათებით 439,02 მლნ ლარის ოპერაცია განხორციელდა, რაც თითქმის 28 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წლის პირველ სამ თვეში უცხოელებმა საქართველოში 410,95 მლნ ლარი დახარჯეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მარტში არარეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით საქართველოში 654 703 ოპერაცია განხორციელდა, მთლიანად 125,8 მლნ ლარის. მარტში ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 74,9 მლნ ლარის განაღდება მოხდა, პოს-ტერმინალებით კი 50,8 მლნ ლარის.

რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, 2018 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში არარეზიდენტი საბანკო ბარათებით 2,136 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა.