ინსტაგრამზე შესაძლოა, მოწონებების რაოდენობის ნახვა ვეღარ შევძლოთ, რადგან როგორც ინსტაგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, მომხმარებლები ძირითად ყურადღებას სწორედ “მოწონებების” რაოდენობაზე ამახვილებენ.
ამ ცვლილებით მათ სურთ მოხსნან ყველანაირი წნეხი და შეჯიბრის სურვილი ხალხში. მათი თქმით, ეს იქნება პლატფორმის ფუნქციონირების მასიური ცვლილება, რადგან ხალხი მეტად კონცენტრირდება საინტერესო კონტენტზე. “მოწონებების” რაოდენობის ნახვას კი მხოლოდ პოსტის ავტორი შეძლებს. Techcrunch-ის მიერ არსებული ინფორმაციით, ინსტაგრამის ამ ვერსიის საცდელი რეჟიმი მომხმარებლებისთვის ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
წყარო: F1 - კომპიუტერული სერვისი