5 ყველაზე  ხშირად დასმული შეკითხვა მოგზაურობაზე

თუ მოგზაურობას გეგმავთ და თავში უამრავი შეკითხვა გიტრიალებთ, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ.

გაიგე, რა აინტერესებთ მოგზაურებს ყველაზე ხშირად და მიიღე ყველა პასუხი შეკითხვებზე.

1. რა საბუთები უნდა მქონდეს საზღვრის გადაკვეთისას?

საზღვრის გადაკვეთისას აუცილებლად დაგჭირდებათ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემული ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც მომდევნო 6 თვეში ვადა არ ეწურება. ამასთან, შეიძლება, მოგთხოვონ: უკან დასაბრუნებელი ბილეთი, დასარჩენი ადგილის მისამართი, სამუშაო თუ სასწავლო მოწვევა და ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. თან უნდა იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევაც, რომელიც შეგიძლიათ ამობეჭდვის გარეშე, მობილურით წარადგინოთ.

2. რა თანხა უნდა მქონდეს იმისათვის, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილად ჩავითვალო?

ეს დამოკიდებულია სამოგზაურო მიზანზე, ვიზიტის ხანგრძლივობასა და ქვეყანაში არსებულ საშუალო ფასებზე. საშუალოდ, დღეში 50 ევრო დაგჭირდებათ, რაშიც სასტუმროს ხარჯები არ შედის. საარსებო მინიმუმის დადასტურება შეგიძლიათ ნაღდი ფულით ან საკრედიტო ბარათით.

3. რა ნივთების წაღება შემიძლია ხელბარგით?

გირჩევთ, რომ ძვირფასეულობა, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ელექტროტექნიკა, ფული და აუცილებელი წამლები მუდმივად თან გქონდეთ და ხელბარგით ატაროთ. აუცილებლად გადადეთ ერთი ხელი ტანსაცმელიც, რომელსაც ბორტზე აიტანთ. სხვა დანარჩენი, განსაკუთრებით კი ის ნივთები, რომელთა ხელბარგში ჩაწყობა აკრძალულია, ჩასაბარებელ ჩანთაში დატოვეთ. აკრძალული ნივთების სიის ნახვა ყველა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

4. როგორ უნდა მოვიქცე, თუ ბილეთის გაჩუქება და მასში მითითებული მგზავრის შეცვლა მომინდება?

ზოგიერთი ავიახაზის შემთხვევაში, მგზავრის შეცვლა ონლაინ არის შესაძლებელი, თუმცა, ამაში დამატებითი საფასურის გადახდა მოგიწევთ. მაგალითად, Wizz Air-ში მგზავრის შეცვლა 136 ლარი ღირს და ეს გამგზავრებამდე არაუგვიანეს 3 საათით ადრე უნდა მოასწროთ. ასევე, თუ სახელი ან სქესი შეცდომით გაქვთ მითითებული, მისი უფასოდ გასწორება ბილეთის დაჯავშნიდან 2 საათის განმავლობაში შეგიძლიათ.ზოგიერთი ავიახაზის შემთხვევაში კი ერთადერთი გამოსავალი – ბილეთის გაუქმება და ხელახლა, სხვა მგზავრის სახელზე შეძენაა.

წყარო: travel.tbcinsurance

თაია არდოტელი