2019 წლის მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 75,104 მლნ ლარი შეადგინა, რაც 572 ათასი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მარტში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 75,676 მლნ ლარი იყო.
ამასთან, მიმდინარე წლის მარტში, ბანკების შემოსავლებმა 360,245 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 269,868 მილიონი ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 2019 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 9,812 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 36,389 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 32,536 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტში ბანკებმა 11,005 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 917,721,344 ლარი შეადგინა.