Facebook-ის მოხმარებლები სოციალურ ქსელში სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ, ხოლო Instagram-ში ეს დრო პირიქით, იზრდება. ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი ყოველკვარტალურ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს, რომელსაც კომპანია Cowen-ი აწარმოებს.
Cowen-მა 2,5 ათასი ადამიანი გამოკითხა და დაადგინა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლები სოციალურ ქსელ Facebook-ში საშუალოდ 49 წუთს ატარებდნენ, ეს კი 9 წუთით ნაკლებია, ვიდრე 2017 წელს. Instagram-ის შემთხვევაში კი დრომ 34 წუთი შეადგინა, რაც 3%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს.
საშუალო აქტივობა Instagram-ში 25-35 წლის ასაკის მომხმარებლებში გაიზარდა, ისინი საშუალოდ 4 წუთით მეტს ატარებენ ამ სოციალურ ქსელში, ვიდრე აქამდე. ამ ქსელის მიმართ ინტერესი გაიზარდა უფრო ახალგაზრდა აუდიტორიაშიც, 18-24 წლის ახალგაზრდებმა საანგარიში პერდიოდში საშუალოდ 2 წუთით მეტი გაატარეს Instagram-ში.