საბანკო ანგარიშებს ონლაინ თაღლითები ისევ უტევენ. მათი მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი რამაზ გერლიანი, რომელსაც არა მხოლოდ "საქართველოს ბანკის" ანგარიში გაუტეხეს, არამედ "თიბისი ბანკის" ანგარიშზე წვდომასაც შეეცადნენ.
"ბიზნესპრესნიუსი" რამაზ გერლიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"თაღლითობის კვირეული მქოდა...! მოკლედ, სოლო მომხმარებელი ვარ საქართველოს ბანკის, ჩემი ინტერნეტ ბანკი გატეხეს 16 აპრილს, წაიღეს თანხა როგორც სოლო ანგარიშიდან, ასევე იპო. ანგარშიდან. აღმოვაჩინე 18 აპრილს, დილის 6 სათზე (უთენია რეგიონში მივდიოდი), მივწერე ბანკს (პირად ბანკირს) მერე დაურეკე პირად ბანკირს, სადღაც 9 საათი იქნებოდა. ცხელ ხაზე დარეკეო, დავრეკე ცხელ ხაზზე ბანკის, არავითარი ინფორმაცია არ მომცეს, არც დაბლოკეს. შენი ტელეფონის ნომერი არ ემთხვევაო - თაღლითებმა ჩემი ტელეფონის ნომერი შეცვალეს- ისევ მომიწია ბანკირთან რეკვა, რომ რაღაც მოემოქმედებინათ. ველოდები 18 რიცხვის მერე ბანკის რეაგირებას. დღეს, 22 აპრილს მე თვითონ მოვიკითხე და გენიალური გადაწყვეტილება - პოლიციას მიმართეო. დღეს კრედიტის გადახდის დღე მაქვს საქ. ბანკში, სავარაუდოდ, ვერ გადავიხდი და ალბათ, დამაჯარიმებენ.. დაზღვევაზე ვკითხე ბანკს (მე ხომ სოლო მომხმარებელი ვარ) და არასანქცირებული შესვლის დროს არ მოქმედებსო ( ე.ი. თაღლითობა სანქცირებული ყოფილა), როგორ გამოიყურება თაღლითური საიტი და რით უნდა განმესხვავებინა, ამაზე პასუხი არ აქვთ. ასევე, შაბათს საღამოს 6 საათისკენ დამიკავშირდა TBC ბანკი, ანგარიშები დაგიბლოკეთ, რადგან თქვენი ინტერნეტ ბანკის გატეხვის მცდელობა იყოო, თან პირადი ნომერი მთხოვა.. დავვეჭვდი, კიდევ ხომ არ მატყუებს ვინმე და გადავამოწმე, რომ ნამდვილად TBC იყო. დადასტურდა, მართლა მცდელობა იყო გატეხვის. ამ ბოლო პერიოდში ჩემი ტელეფონი ურევს (განსაკუთრებით, ჯეოსელი) - სავარაუდოდ, როგორც ჩემს ზარებს, ასევე სმს სხვები აკონტროლებენ ( სავარაუდო ნომერსაც მივაწვდი პოლიციას) ..
პ.ს ამ პოსტის მერე ამონაწერითურთ, მივდივარ პოლიციაში და დიდი იმედი მაქვს, რეაქცია იქნება დროული",- წერს რამაზ გერლიანი.