8 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი თბილისში, რომელთაც ყოველდღიურად 25 681 ადამიანი სტუმრობს

Colliers International Georgia თბილისში რვა მოთხოვნადი თავშეყრის ადგილის შესახებ წერს.

ორგანიზაციის ცნობით, ამ ობიექტებს ყოველდღიურად 25,681 ადამიანი სტუმრობს.

უმსხვილესი ტერიტორია არის შარდენი და კოტე აფხაზის ქუჩა, სადაც 60-მდე კაფე-ბარი და რესტორანი იყრის თავს, მას მოსდევს განახლებული აღმაშენებლის გამზირი „ახალი ტიფლისი“, სადაც 30 ობიექტია თავმოყრილი. ყველაზე პატარა, მაგრამ განვითარებადია ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩები, რომელიც ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობაში სარგებლობს პოპულარობით.

Colliers-ის მიერ დასახელებულ პოპულარულ ადგილებს შორის მოხვდნენ ასევე: „ფაბრიკა“, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, „ღვინის ქარხანა“ და ტაბიძის ქუჩა.

თაია არდოტელი