აუდიტის სამსახურში პოლიტიკური დაფინანსების კანონიერების საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომა გაიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პერიოდში მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოები.

შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შესახებაც ისაურებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობის საკითხებს უწევს მონიტორინგს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნა.