„ჩვენ დავეხმარებით დასაქმებულებს, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები"

საპენსიო სააგენტოს დირექტორი კომიტეტის სხდომაზე განმარტავს, რომ კანონის მიხედვით დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებისმიერ დასაქმებულს შეუძლია.

თუმცა დანაზოგის განხორციელება კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს.

2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგი შემდეგი პრინციპით ხორციელდება: 2% დამსაქმებელი, 2% დასაქმებული, ხოლო 2% სახელმწიფო კონტრიბუცია.

,,ჩვენ ვართ სააგენტო, რომელიც აღვასრულებთ კანონს და რეფორმის იმპლემენტატორები. თუ ჩვენ დასაქმებული მოგვმართავს, რომ მისმა დამსაქმებელმა აიძულა მას, რომ მას გადაეხადა დამსაქმებლის წილიც, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენი იურიდიული სამსახურები დაეხმარებიან მას კონსულტაციებით ვის უნდა მიმართოს, სად უნდა მიმართოს და როგორ უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები,“ - განაცხადა სურგულაძემ.