თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მშენებლობისას სამუშაოები ხარვეზებით აწარმოეს, მერია ხელს არავის დააფარებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე კედელზე ბზარის გაჩენა საფრთხეს არ წარმოადგენს.
მისი თქმით, სამუშაოები 2015 წელს, სტიქიის შემდეგ დაიწყო და სექტემბერში დასრულდა.
„ჩვენ ყოველთვის დაკვირვების რეჟიმში ვართ და დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს. ახლა, ამ წუთში ის საფრთხეს არ წარმოადგენს. კედლის ნაწილზე შესაბამის სამსახურს დაგეგმილი აქვს სამუშაოები. პატარა ხარვეზი იყო. თუმცა, მე ხელს ვერავის დავაფარებ. თუ პრობლემებია და ხარვეზებით იყო წარმოებული სამუშაოები, არ მოვერიდებით და ამ ინფორმაციასაც მოგაწვდით აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.