,,ეს არის გრძელვადიანი ანაბარი, რომელიც გაცილებით უკეთესად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერ კომერციულ ბანკში განთავსებული ანაბარი“, - ეს განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ საპენსიო დანაზოგი არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში.
,,ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ რისკს იმაზე, რომ საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, 20 წელიწადში, 25-ში, 30-ში, მაგრამ აუცილებლად იქნება. და ეს ფული მუშაობს სწორედ აყვავებისთვის და ეკონომიკის განვითარებისათვის. მუშაობს ყველა ჩვენი საერთო ფული და კიდევ იმისთვის ვიყენებთ, რომ ღირსეული და ნორმალური სიბერე გვქონდეს“, - განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, დაგროვებით საპენსიო სქემაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს და თანხებიც სწორედ მეტი დასაქმებულის მოზიდვაში უნდა დაიხარჯოს.