არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა შემოწირულების სახით 6 578 822 ლარი მიიღეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა, საერთო ჯამში, შემოწირულების სახით 6 578 822 ლარი მიიღეს.

როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, აქედან 5,266,701 ლარი – საარჩევნო ბლოკ "ქართულ ოცნებაზე", 299,383 ლარი კი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" მოდის.

მათ გარდა, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სასარგებლოდ 335,802 ლარის შემოწირულობა განხორციელდა, "პატრიოტთა ალიანსის" სასარგებლოდ – 237,351 ლარის, "არასაპარლამენტო ოპოზიციამ" 11,143 ლარი მიიღო, "ლეიბორისტულმა პარტიამ" – 19,707 ლარი, ბლოკმა "თვითმმართველობა ხალხს" – 13,000 ლარი, "საქართველოს გზამ" – 82,706 ლარი, საინიციატივო ჯგუფებმა – 238,185 ლარი, სხვა პარტიებმა ერთად კი – 74,843 ლარი.

2014 წლის არჩევნებში 1143 საარჩევნო სუბიექტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც კანდიდატურების მოხსნის შემდეგ არჩევნების დღისთვის დარჩა 20 პოლიტიკური პარტია, 4 საარჩევნო ბლოკი, ხოლო 821 საინიციატივო ჯგუფი.