ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 807 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.

აქედან ექსპორტი 826 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტი მილიარდ 981 მილიონ 300 ათასი დოლარი იყო. საქსტატის ცნობით, 2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.2 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტის მიხედვით, ტრადიციულად რუსეთი იყო. კერძოდ, რუსეთში ექსპორტმა 2019 წლის 1-ელ სამ თვეში 135 მილიონ 361 ათას 300 ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37.8%-ით მეტია. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც მიმდინარე წელს ექსპორტის მოცულობა 11.1%-ით არის გაზრდილი და 84 მილიონ 904 ათას 800 დოლარი შეადგინა. ექსპორტის მიხედვით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ბოლო ბულგარეთია.

კერძოდ, ამ მაჩვენებელმა ბულგარეთში 68 მილიონ 141 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით 8.3%-ით არის გაზრდილი.

თაია არდოტელი