25 აპრილს ProductTank Tbilisi-ის მორიგი სერია გაიმართება

ProductTank-ი არაფორმალური შეხვედრების სერიაა, სადაც იკრიბებიან ადგილობრივი "პროდაქთ ქომუნითის" წამომადგენლები.

ყოველთვიური ივენთ სერიის ფარგლებში ProductTank უმასპინძლებს სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეებში გაგვიზიარებენ.

შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 175 ქალაქს აერთიანებს. ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა 2019 წლის 25 აპრილს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე ტექნოპარკში გაიმართება (ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა).

სპიკერები:

➤ კოტე ხუციშვილი, Adjarabet-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი ისაუბრებს თემაზე: „ანალიტიკის როლი პროდუქტების განვითარებაში”

➤ ბაჩო ბარნაბიშვილი, UX დიზაინერი, საქართველოს ბანკი „დიზაინის პროცესი სტარტაპისთვის: UI/UX დიზაინის მნიშვნელობა MVP-ის შექმნისას” - იქნება ბაჩოს სასაუბრო თემა.

ამ სერიის ივენთის სამუშაო ენაა ქართული.

ღონისძიების დამთავრების შემდეგ გაგრძელდება საქმიანი ნეთვორქინგი, სადაც შესაძლებელია ახალი მეგობრისა და ბიზნეს პარტნიორის გაცნობა.

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას, რომლის გავლაც შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/260804556/

შეხვედრა ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს მიერ. ღონისძების მედია პარტნიორები არიან: Marketer.ge, ინდიგო • Indigo, Entrepreneur Georgia, 4U.ge და TV პალიტრანიუსი - TV PalitraNews.

ივენთის ლინკი: https://www.facebook.com/events/791526414581045/