პარლამენტში დღეს აუდიტის სამსახურის საქმიანობის დასკვნის განხილვაა დაგეგმილი

პარლამენტში, დღეს რიგგარეშე სესიაზე აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესწავლის შედეგად მომზადებული დასკვნის განხილვაა დაგეგმილი.

როგორც აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური აღნიშნავს, აუდიტის სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილია დარღვევები, რადგან სამსახური საქმიანობას გეგმის გარეშე ახორციელებდა. ასევე, დაკარგულია და არ არის შემდგარი აქტებიც.

დასკვნა აუდიტის სამსახურის 2013 წლის საქმიანობას შეეხება. რიგგარეშე სესიაზე დასკვნის განხილვაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდიაც მიიღებს მონაწილეობას. დეპუტეტები არ გამორიცხავენ, რომ საჯარო უწყებების მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობაზე მომზადებული დასკვნა, შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნოს.