აუდიტი: სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობის გამო 408 ობიექტიდან საქმიანობა მხოლოდ ერთს შეუჩერდა

2018 წლის პირველ კვარტალში შემოწმებული 226 შენობიდან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს მხოლოდ ერთი აკმაყოფილებდა, ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის კვლევაშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით სახანძრო ინსპექტორების მიერ გაცემული რეკომენდაციები 408 დარღვევების მქონე ობიექტიდან მხოლოდ 59-მა ობიექტმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ იმ შენობების მეპატრონეების 50%, რომლებსაც შემოწმების დროს დარღვევები აღმოაჩნდა, საერთოდ არ დაჯარიმებულა, ხოლო ის ობიექტები, რომლებიც დაჯარიმდნენ, მათ 21%-ს დაკისრებული ჯარიმები საერთოდ არ გადაუხდია. უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობის გამო კი 408 ობიექტიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმიანობა მხოლოდ ერთ ობიექტს შეუჩერდა.

ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თქმით, გადამოწმების შედეგად შემცირებულია სახანძრო ინსპექტორების რაოდენობაც, კერძოდ კი 201 ინსპექტორიდან, დღესდღეობით მხოლოდ 32 მუშაობს, რაც გიორგი კაპანაძეს თქმით, შენობების სრულყოფილად შემოწმებისთვის არასაკმარისია.

„აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა სამი ტიპის მიგნება, პირველი იყო, რომ სახანძრო სამსახურს არ ჰქონდა სრული სია შესამოწმებელი ობიექტების და მათ სიაში დაახლოებით 18% იყო გამორჩენილი შესამოწმებელი ობიექტების. მეორე მიდგენა შეეხებოდა თვითონ უშუალოდ შემოწმების პროცესს, ანუ შემოწმების პროცესში სახანძრო ინსპეტორებს არა აქვთ განსაზღვრული მეთოდოლოგია, რომლითაც ისინი უზრუნველყოფენ შემოწმების მაღალ ხარისხს. მესამე კი არის ის, რომ ობიექტების საკმაოდ მაღალი პროცენტი საერთოდ არ არიან დაჯარიმებულები, ხოლო ვინც არის დაჯარიმებული მხოლოდ 21% აქვს გადახდილი ჯარიმა.

პრობლემაა ინსპეტორების რაოდენობაც, კერძოდ კი 201 -დან 32 -მდეა შემცირებული, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი კლებაა და ამ პირობებში ინსპეტორებს გაუჭირდებათ მთლიანად დაფარონ ობიეტების სიმრავლე, ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ მათ შეიმუშაონ რისკზე დაფუძნებული მიდგომა, ანუ ყველა ობიექტი ყოველ წელს კი არ შეისწავლონ, არამედ შეისწავლონ შედარებით ცოტა მოცულობა, მაგრამ, ისეთი ობიეტები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის მატარებლები არიან“, - აცხადებს ეფექტური აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი კაპანაძე.

ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი