აშშ-ში უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებით გამოძიება ფართოვდება

აშშ-ის „ეროვნული ტრასების უსაფრთხოების ადმინისტრაციის“ განცხადებით, პოტენციურად დეფექტურ უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებით გამოძიებას გააფართოვებს. საქმე ეხება 12,3 მილიონ ავტომობილში დამონტაჟებულ „ბალიშებს“.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული უსაფრთხოების ბალიშები ინსტალირებულია ავტომობილებში, რომლებიც 2010-2019 წლის განმავლობაში გამოსცეს ისეთმა საავტომობილო კომპანიებმა, როგორებიცაა Fiat Chrysler Automobiles NV, Honda Motor, Hyundai Motor, Kia Motors, Mitsubishi და Toyota Motor. ეს ავტომობილები აღჭურვილია კომპანია TRW Automotive Holdings-ის მიერ წარმოებული უსაფრთხოების ბალიშებით, რომელი კომპანიაც ახლა ZF Friedrichshafen-ს ეკუთვნის.

უწყების ცნობით, აღნიშნული ბალიშები დაჯახებისას შესაძლოა, არ გაიხსნას. ორგანიზაციამ გამოძიება პირველად 2018 წელს დაიწყო ორ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც არ მოხდა ბალშების ამოქმედება, რომლის შედეგად დაშავდა ორი და დაიღუპა ერთი ადამიანი. ფატალური შემთხვევა Toyota-ს მარკის ავტომობილში დაფიქსირდა.

კოკა კვირკველია