აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ნაწილი შეცვლილი გრაფიკით იმუშავებს

აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებთ, 26-29 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები შეცვლილი გრაფიკით იმუშავებენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი - არ იმუშავებს კვირას და ორშაბათს - 28-29 აპრილს;

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი - არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით - 26, 27, 28 და 29 აპრილს;

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით - 26, 27, 28 და 29 აპრილს;

ფიროსმანის მუზეუმი - არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით - 26, 27, 28, და 29 აპრილს.

უჯარმის მუზეუმი - არ იმუშავეს კვირას და ორშაბათს - 28 და 29 აპრილს;

გრემის მუზეუმი - აღდგომის დღესასწაულის დღეებში მუშაობს;

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი - აღდგომის დღესასწაულის დღეებში მუშაობს;

აღდგომის დღესასწაულების შემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლებს მიიღებენ ჩვეული განრიგით.