სალარო აპარატებთან დაკავშირებით არაფერი იგეგმება, ჩვენი მიზანია არსებული ტექნოლოგია გავაფართოვოთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა კითხვის საპასუხოდ - ხომ არ იგეგმება სალარო აპარატებთან დაკავშირებით ცვლილებები, განაცხადა.
მინისტრის თქმით, სიამოვნებით იხილავდა ქვეყანაში ელექტორონული გადახდების სისტემას, როდესაც სალარო აპარატები საერთოდ არ იქნებოდა საჭირო.
„ასეთი რამ ჩემთვის ცნობილი არ არის. მანდ არაფერი იგეგმება. აქ არის საკითხი იმაზე, რომ პირიქით, არსებული სისტემა უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენი მიზანია, რომ არსებული ტექნოლოგია გავაფართოვოთ და ამავდროულად, რასაკვირველია, ვითარდება მსოფლიო და სიამოვნებით ვიხილავდი საქართველოს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც სალარო აპარატები საერთოდ არ დაგვჭირდებოდა, იქნებოდა ელექტრონული გადახდები, რომლებიც თავისთავად უკვე გამჭვირვალეა და სანდოა ფისკალური თვალსაზრისით. შესაბამისად, საერთოდ არ დასჭირდებოდა ჩვენს მოსახლეობას სალარო აპარატები და ე.წ. ჩეკები. ეს არ არის შორეული მომავლის ტექნოლოგია. ზოგიერთ ქვეყანაში ეს უკვე საკმაოდ ძლიერად ვრცელდება“,- განაცხადა მაჭავარიანმა.