აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი და ისრაელი - ეს ის ქვეყნებია, სადაც 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსხვილი საოჯახო ტექნიკა გავიდა - საერთო ჯამში 3 377 ერთეული.
„სტატისტიკის“ ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან სულ 3 774 ერთეული ტექნიკა გავიდა, 2019 წელს კი 3 377 ერთეული.
ამასთან, გასულ წელის პირველ კვარტალში ტექნიკის რეექსპორტი განხორციელდა: არაბთა გაერთიანებულ საემიროებში - 72 ერთეული, სომხეთში - 580 ერთეული, აშშ -ში - 1 ერთეული, უკრაინაში - 1701 ერთეული, ყაზახეთში - 298 ერთეული, უზბეკეთში - 210 ერთეული, აზერბაიჯანში - 1345 ერთეული.
რაც შეეხება 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, ასე გამოიყურება: პოლონეთში გავიდა 5 ერთეული კონდიციონერი, აზერბაიჯანში - 373 სარეცხი მანქანა, უკრაინაში - 464 გაზქურა და 483 სარეცხი მანქანა, სომხეთი - 4 გაზქურა და 980 ტელევიზორი, ისრაელში კი 1 068 ერთეული საოჯახო მაცივრის ექსპორტი განხორციელდა.